ქუთაისის მერიის მიერ რუას აბანოების განაშენიანების კონცეფციის
შერჩევაზე გამოცხადებულ კონკურსზე იდეების წარდგენა
დასრულებულია.
წლების განმავლობაში მიტოვებული და უძველესი ბუნებრივი
აბანოების მოწყობაზე მხოლოდ ორი განაცხადი
შევიდა.
"კომისიაში განვიხილავთ და ამის შემდეგ მოხდება გამარჯვებულის
გამოვლენა", - განმარტავენ მერიაში.
უძველესი აბანოების კეთილმოწყობაზე მერიამ კონკურსი
გასული წლის ბოლოს გამოაცხადა.
საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით, დაინტერესებულ პირებს
უნდა წარედგინათ თავიანთი ხედვა, როგორც რუას აბანოს
განაშენიანებაზე ასევე, მიმდებარე ტერიტორის კეთილმოწყობის
იდეაც უნდა წარედგინათ.
კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებული იდეის ავტორი პრემიის
სახით 4 000 ლარს მიიღებს.
მერიამ კონკურსი ,,საქართველოს საპილოტე რეგიონების
ინტეგრირებული განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების
შესახებ“ ფარგლებში გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ რუას აბანოები ადგილობრივი
თვითმმართველობის ყურადღების ცენტრში
"ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ
მოექცა, მანამდე ტერიტორია მიტოვებული და მოუვლელი იყო.
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქუთაისში, მდინარე რუას
კალაპოტში ამოკვეთილი ძველთაძველი სამკურნალო აბანოები მე-12
საუკუნეში აღმოაჩინეს. თავის დროზე, სწორედ რუას წყლის სამკურნალო
თვისებები გამხდარა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე დასახლების
საბაბი.
ამავე თემაზე:
,,ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ რუას
ისტორიული აბანოები მოწესრიგდება
მასალის გამოყენების პირობები