ძლიერი თოვის გამო, საქართველოს,
როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გზებზე შეზღუდვები დაწესდა.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ნაქერალას
უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ
ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული
ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ
რეჟიმებს.
მასალის გამოყენების პირობები