ახალი ამბები
მივმართავ ივანიშვილს: მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება - მიხეილ სააკაშვილი
FaceBook
მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს,-
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, მასთან 5 კვირის განმავლობაში არ უშვებენ პირად ექიმს და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პროკურატურამ უკვე დაიწყო შესაბამისი პროცესები და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა მის წამებაში, გადაეცემა საერთაშორისო ძებნაში.

„მე, თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ. გუშინწინ გამოვიძახეთ სტილისტი ციხეში, გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირა ნიუ-იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე წერს ყოველ დღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან, „პარიკმახერი“ შემოუშვეს ერთ დღეში, ივანიშვილის ძალებით უკვე 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს, ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, იმ პირობებში, როდესაც მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული, მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესი.

ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველ დღე უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა, ეს ხდება შენი მითითებით და ვერსად ვერ გაუძვრები ოლიგარქო ხალხს, იმიტომ, რომ ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება იმ პირობებში, როცა შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, ვერ ეღირსები იმას, რომ აზროვნება არ შემეძლოს და მახსოვრება არ მქონდეს, ეს ან იქნება სიკვდილი,

ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, თუ არ იქნა ადეკვატური მკურნალობის საშუალება, რა თქმა უნდა, ეს დამთავრდება იმ შედეგით, ლეტალურით, როგორც დამთავრდება, მაგრამ პასუხისმგებლობა და მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება, იმიტომ, რომ უკრაინის პროკურატურამ პროცესები დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, დარწმუნებული ვარ, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში და ვეღარც თურქეთში ვეღარ წახვალთ, ანტალიაში დასასვენებლად, მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა, მანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.