ქუთაისში, 38 საკარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზე 22 სკოლა და
52 ცალკეული კლასია გადასული.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით,
საკუთარი სურვილით დისტანციურ რეჟიმზე 4 340 მოსწავლე
გადავიდა.
მისი ინფორმაციით, მასწავლებელთა 20% ბუსტერ დოზითაა აცრილი,
ხოლო 60% კი ორჯერადად ვაქცინირებულია.
საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 17 იანვარს დასრულდა.
ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები