2022 წლის იანვარში საქართველოს 199 393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლით 2019 წლის მონაცემის 38%-იანი
აღდგენა მოხდა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდამ +471 პროცენტი
შეადგინა.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, მათი რაოდენობა 163 615-ს
შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის მაჩვენებლის 53 %-ით
აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით ზრდამ +456 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები