ქუთაისის მერიის "ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების"
პროგრამით გასულ წელს არც ერთ ბენეფიციარს არ უსარგებლია.
თუმცა, ამის მიუხედავად მერიამ წელსაც აღნიშნული პროგრამისთვის 5 000
ლარი მაინც განსაზღვრა. მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ვარლამ
გობეჯიშვილი ამბობს, რომ წელს კრიტერიუმები შეცვალეს, რათა
მოქალაქეებს მარტივად შეძლებოდათ პროგრამით სარგებლობა.
"რამდენიმე კომპონენტი შევცვალეთ, მაგალითად, წელს
აუცილებელი არ არის წყვილი სოციალურად დაუცველი იყოს. საკმარისია
მხოლოდ ერთი იყოს სოციალურად დაუცველი და სარეიტინგო ქულა არა 70 000
ქონდეს არამედ, 120 ათასი. იქნებ ვინმე გამოგვეხმაუროს",
- განმარტავს ვარლამ გობეჯიშვილი.
აღნიშნული პროგრამა ქუთაისის ბიუჯეტში პირველად გასულ
წელს გაჩნდა.
პროგრამა ქუთაისში რეგისტრირებული და სოციალურად დაუცველი
ახალდაქორწინებული წყვილების ერთჯერად დახმარებას ითვალიწინებს. 500
ლარის მისაღებად წყვილმა ქორწინებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა
მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის
პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო
რეკვიზიტები.
მასალის გამოყენების პირობები