პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მომავალ სასესიო კვირაში
აირჩევს.
საკითხი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე უნდა
გაეტანათ, თუმცა კვორუმის არსებობის გამო ხმის მიცემის პროცედურა
გადაიდო.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ
მაჭარაშვილმა კვორუმის არარსებობა პანდემიით ახსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი
- გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე შესთავაზა. ცესკოს წევრის
ორ ვაკანტურ ადგილზე კი - ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია
ზარიძე და გია ცაცაშვილი.
ცესკოს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით
რომ დაინიშნოს, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა, თუ ვერც
ერთმა კანდიდატმა ასეთი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, გაიმართება
განმეორებითი კენჭისყრა. თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის
მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ცესკოს
თავმჯდომარე თანამდებობას კვლავ 6 თვით დაიკავებს.
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე,
გიორგი კალანდარიშვილმა თამარ ჟვანია გასული წლის 2 აგვისტოს
შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები