თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი რვა მეშახტიდან სამი
რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მათგან სერიოზულად მძიმეა ერთის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 60
პროცენტის დამწვრობა აღენიშნება.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში
მოთავსებული სამი პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
დანარჩენი ხუთი პაციენტი კი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძნობს
მკურნალობას.
31 იანავრს, ტყიბულის შახტში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი
ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევით,
ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების
დარღვევით მიმდინარეობდა, ამასთან, მუშაობისას ტექნიკური ხელმძღვანელი
ადგილზე არ იყო.
შახტში სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
ამავე თემაზე:
ერთი გარდაცვლილი, 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის
შახტში
ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, შრომის
ინსპექტორები მუშაობენ
ტყიბულში დაშავებული
ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მძიმეა
მინდელის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, სამუშაოები დროებით
შეჩერდება
მასალის გამოყენების პირობები