საკოორდინაციო საბჭო, არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო
პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელებს.
დღეს გადაწყდება, ჩანაცვლდება თუ არა სასკოლო სივრცეში სწავლება
ონლაინ სწავლებით.
ბოლო კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების
0,9%-ს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, აცრილია მასწავლებელთა და
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.
სასკოლო სივრცეში განახლების შემდეგ, მასწავლებელთა და
ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი ინტენსიურად
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები