ქუთაისის მესხიშვილის თეატრი თებერვალში 9 სპექტაკლს
წარმოადგენს.
თებერვალი თეატრის პრემიერის გარეშე ჩაივლის. წარმოდგენილი იქნება
სპექტაკლები „ჭკუისა მჭირს“, „სიმართლე“, „ქარი ქრის ვერხვებში“,
„კუ+კოკინა“, „იქ სადაც ჩვენი სახლია“ და სხვები
სტუდბილეთის წარდგენის შემთხვევაში სტუდენტებზე მოქმედებს 50%-იანი
ფასდაკლება.
თეატრში, ამ დრომდე არ გამოვლენილა მესხიშვილის თეატრის ახალი
სამხატვრო ხელმძღვანელი. სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას თეატრის
დირექტორი სულხან გოგოლაშვილი ასრულებს. სამინისტრომ კონკურსი
დეკემბერში გამოაცხადა. მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის
პოზიციისთვის შვიდი კანდიდატი იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები