ქუთაისში, საფიჩხიის სასაფალაოდან 4 ბიუსტი მოიპარეს,
ხოლო ორი წასაღებად არის გამზადებული.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ქუთაისში სულ 13 სასაფლაოა, რომლის მოვლა-პატრონობა მერიის
დაქვემდებარებაში არსებულ შპს "ქართულ ტრადიცები 2011-ს" ევალება.
ორგანიზაციაში საფლავების გაქურდვის ფაქტებს ადასტურებენ.
"ჭირისუფლის ნებართვის გარეშე საფიჩხიის სასაფლაოს საოჯახო
საფლავებიდან გატანილია 4 ბიუსტი, ხოლო ორი წასაღებად იყო
გამზადებული. საქმეს იძიებს შსს-ს მე-2 განყოფილება. შპს ,,ქართული
ტრადიციები 2011-ს“ დაცვის სამსახური არ ჰყავს. სასაფალოების ფართობი
არის დიდი , ამავე დროს სასაფლაოებს აქვს რამდენიმე შესასვლელი ( მათ
შორის რამდენიმე მოქალქეების მიერ თვითნებურად მოწყობილი ).
ღამის საათებში სასაფლაოების ტერიტორიებზე გადაადგილების კონტროლი,
შეუძლებელია. ფაქტები არის სამწუხარო. მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ ,
რომ ანალოგიური ქმედება არის არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ არა
აქვს არც მორალური გამართლება", - განმარტავენ "ქართული ტრადიციები
2011"-ში.
გაქურდვის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ქუთაისის სასაფლაოდან ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ საფლავის ქვები და
კონსტრუქციები ხშირად იკარგება.
მასალის გამოყენების პირობები