ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა
"ნაციონალური მოძრაობიდან", სხდომაზე ახალი ფრაქციის შექმნა
მოითხოვეს.
მათ ფრაქცია "ერთობა ქუთაისს" დაფუძნება სურდათ, თუმცა, საკრებულოს
თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განმარტებით, კანონი ამას აღარ
ითვალისწინებს.
"რეგლამენტის მიხედვით,
რომელიც ეფუძნება ორგანულ კანონს, არც ერთ პარტიას საკრებულოებში
ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვს", - განაცხადა
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ.
ოპოზიციის შეფასებით, კანონის ეს
ჩანაწერი პოლიტიკურად არის მოტივირებული, რაც პარტიებს საკრებულოებში
მუშაობის უფლებას უზღუდავს.
ქუთაისის საკრებულოში ორი ფრაქცია:
"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა"
წარმოდგენილი.
კანონში შესაბამისი ცვლილება,
რომელიც პარტიას საკრებულოში მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლებას
აძლევს, გასულ წელს შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები