ქუთაისის საკრებულოს სხდომა
უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით დაიწყო.
სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინის დროშით მივიდნენ და
უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა ამ ფორმით გამოუცხადეს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური
მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია, უკრაინაში დამეგობრებული
ქალაქებისთვის, ქუთაისის საკრებულოს სახელით წერილის გაგზავნის
ინიციატივით გამოვიდა.
"მაქვს წინადადება, რომ უკრაინაში
დამეგობრებულ ქალაქებს, ჩვენი საკრებულოს სახელით, საერთო წერილი
გავუგზავნოთ და ამით გამოვხატოთ მათ მიმართ თანადგომა"- განაცხადა
გიგა შუშანიამ.
ინიციატივას დაეთანხმა საკრებულოს
თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
მასალის გამოყენების პირობები