პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა ქვეყანაში კორონავირუსის მზარდ დინამიკაზე ისაუბრა და
მოსახლეობას მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის
პროცესში.
მისი თქმით, შემთხვევების მატება არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და
ზეწოლა, ძირითადად, ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზე
მოდის.
"მინდა, მოსახლეობას
მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. გვინდა, რომ რეგიონებსა და
სოფლებში უფრო ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას
შევახსენებ, რომ 50 წელს ზევით 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს
ვუხდით და გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოოთ - სოფლებში ჩავიტანოთ
ვაქცინები", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის
სხდომაზე.
სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი
ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ოთხი უწყების ხელმძღვანელს კორონავირუსი
დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები