ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა Twitter-ზე გამოუცხადა
FaceBook
ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის მოლოდინშია, მხარდაჭერა სოციალური ქსელის საშუალებით გამოუცხადა.


"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - წერს ზალკალიანი Twitter - ის პირად გვერდზე.


ამ ფორმით ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.

რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული. უკრაინის საზღვართან, ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 170 000-მდე გაიზრდება. რუსეთი ირწმუნება, რომ თავდასხმას არ გეგმავს და დასავლეთისგან მოითხოვს შეცვალოს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება. კონკრეტულად, კრემლის სურვილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაკეთებული ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, შეიცვალოს შემდეგნაირად: "საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან" ნატოს წევრი ქვეყნები.

სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მალე დაიწყება, რადგან რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ჯარები უკრაინის საზღვართან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:41 / 05.04.2025
"დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება გელათის სამონასტრო კომპლექსი ხარაჩოების, დროებითი კონსტრუქციების გარეშე, სრულად აღდგენილი და ყველა კიდევ ერთხელ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის ამ უძვირფასესი მემკვიდრეობით,“ - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:33 / 05.04.2025
ხვალ, 6 აპრილს, ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.