პაპილომავირუსის უფასო ვაქცინაციის ასაკობრივი
ზღვარი გაიზარდა.
შესაბამისი აცრის ჩატარება უკვე 13-დან 18 წლამდე გოგონებს შეეძლებათ.
ამაზე ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი ავრცელებს.
მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა
მხოლოდ 9-12 წლის გოგონებს შეეძლოთ, სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის,
მათ შორის, კაცებისთვის, ვაქცინაცია ფასიანი იყო.
HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13
– 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი თანმიმდევრობით უნდა
ჩატარდეს:
15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში
ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში
სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
პირველ და მეორე დოზას შორის
მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და
მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი - არანაკლებ 3
თვე.
რაც შეეხება 10-11-12 წლის
გოგონების ასაკობრივ ჯგუფს, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის
მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო
აცრა ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში
(პოლიკლინიკებში).
დაავადებათა ეროვნული ცენტრში
განმარტავენ, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ვირუსთა ჯგუფია,
რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე
მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი
გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს
ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს. სწორედ ამ რისკებისგან იცავს
ადამიანს ვაქცინაცია.
მასალის გამოყენების პირობები