შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, ქუთაისსა და საჩხერეში ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ორი პირი
დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
პოლიციამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: "აკს"-ის
მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 32 საბრძოლო
ვაზნა. ქუთაისში დაკავებული პირის სახლიდან კი ნივთმტკიცებად
ამოღებულია "მაუზერის" მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და
მჭიდი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი
დააკავეს თბილისშიც.
ფაქტებზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები