რთული მეტეოროლოგიური პირობების
გამო, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოებრივ და შიდასახელმწიფოებრივ
გზებზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
თოვისა და ლიპყინულის გამო
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა
აკრძალულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ასეთი ტიპის
ტრანსპორტისთვის კვლავ ჩაკეტილია ნაქერალას უღელტეხილი.
მოძრაობა შეზღუდულია
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სადაც
ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების
გამოყენებით.
შეზღუდვები მოქმედებს
ალპანა-ცაგერისა და საჩხერე-ონის საავტომობილო გზებზე, ასევე,
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე, სადაც ამავე გზის ბაღდათი
- საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი
საბურავებით, გამართული ტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო
გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მასალის გამოყენების პირობები