ახალი ამბები
საია მოითხოვს გელათის დაზიანების ფაქტი პროკურატურამ გამოიძიოს
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოითხოვს,  გელათის  სახურავის დაზიანების ფაქტზე ორი წლის წინ დაწყებული  გამოძიება საქართველოს პროკურატურამ გადაიბაროს, გამოძიების პროცესში კი  მეტი გამჭვირვალობა და  საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი.


არასამათავრობო ორგანიზაცია ასევე ითხოვს, რომ საქმეს დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

საუბარია  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის მიერ დაწყებულ საქმეზე, რომელსაც უნდა დაედგინა იკვეთებოდა თუ არა მომხდარში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობა.

"რადგან გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებიც, გაუგებარია, რატომ არ დაიწყო საგამოძიებო ორგანომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა) იმ პირობებში, როდესაც საიამ გენერალურ პროკურატურას მიაწოდა შესაბამისი მტკიცებულებები.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ საქმეს იძიებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ფინანსური დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვს და არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება. ამდენად, საკითხის მნიშვნელობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ეს საქმე გამოიძიოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა", - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გამოძიების ყოველმხრივ და სრულყოფილად წარმართვისთვის საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს:

სისხლის სამართლის საქმე, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოსაძიებლად დაექვემდებაროს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს;

გამოძიების მიმდინარეობისას, კვალიფიკაციის ნაწილში დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა);

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და  მიმდინარე შედეგების შესახებ.


გელათის სამონასტრო კომპლექსში, ახლადრეაბილიტირებული სახურავიდან ჩასული წყლისგან გამოწვეული დაზიანებები UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა. იტალიელი კლიმატოლოგის დასკვნის საფუძველზე, გელათში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2020 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.


გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.