ახალი ამბები
2021 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ექსპორტზე ყველაზე მეტი ღვინო გავიდა
FaceBook
ქართულმა ღვინომ, ბრენდმა, ჭაჭამ და სხვა ალკოჰოლურმა სასმელებმა გასულ წელს ექსპორტის შედეგად  400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი აჩვენა.


ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, ეს თანხა 18%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე და კიდევ უფრო მეტი - 142%-ით გაზრდილია 2012 წელთან შედარებით.

სააგენტოსვე ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც, როგორც აღმოჩნდა, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 107 მილიონი ბოთლი ღვინით მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

როგორც სააგენტოში ირწმუნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს განხორციელებული ღვინის ექსპორტი 359 %-ით აღემატება 2012 წლის ექსპორტის მაჩვენებელს.

გარდა ღვინისა, 2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავიდა 42,2 მლნ ბოთლი ბრენდი, ასევე 1 მილიონი ბოთლი  ჭაჭა.

2021 წელს ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს, ბრენდით მიღებულმა შემოსავალმა კი 78,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ქართულ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება პოლონეთში  - 34%, ჩინეთში -  29% აშშ-ში - 19%, გერმანიაში  - 28%  და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში. 

2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილი შემცირდა. სამაგიეროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.