ორშაბათიდან, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური
მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს აღარ მოემსახურებიან.
17 იანვრიდან სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება. გაფიცვაში
მონაწილეობას მიიღებენ სოციალური აგენტები, სპეციალისტები, იურისტები
და სხვა თანამშრომლები.
მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა, რომელიც 200 ლარს
შეადგენს.
სააგენტოს თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს ამის შესახებ უკვე
აცნობეს და განუმარტეს, რომ სამუშაოს მოთხოვნის შესრულებამდე არ
დაუბრუნდებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, ასევე ითხოვენ
დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის
დაზღვევას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე არსებობისას
სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური
ხელშეკრულების დადებას.
სოციალური მომსახურების ცენტრები იფიცებიან:
იმერეთში: ქუთაისი, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხარაგაული;
თბილისში: ყველა რაიონი;
აჭარაში: ბათუმი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური;
კახეთში: სიღნაღი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, გურჯაანი ლაგოდეხი;
გურიაში: ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი;
სამეგრელო-ზემო სვანეთში: მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, აბაშა,
მესტია;
მცხეთა-მთიანეთში: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი;
სამცხე-ჯავახეთში: ბორჯომი;
შიდა ქართლში: გორი, ქარელი;
ქვემო ქართლში: დმანისი.

მასალის გამოყენების პირობები