ინტენსიური თოვის გამო,
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება
მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის
ნებადართული. თავისუფალია მოძრაობა ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ტრანსპორტისთვის.
ინტენსიურმა თოვამ პრობლემები
შექმნა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც, სადაც
ასევე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის
მოძრაობა. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს საჩხერე-ონის საავტომობილო
გზაზეც.
ინფორმაციას ამის შესახებ
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები