ინტენსიურმა თოვამ საქართველოს
გზებზე გადაადგილების პრობლემები ისევ შექმნა.
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის
შეზღუდვა არ მოქმედებს.
ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა
თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები