საქართველოში ომიკრონის დადასტურებული შემთხვევები
ყოველდღიურად იზრდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ცირკულაციაში
45%-დან ზემოთ მიდის, კვირის ბოლოს კი, მისი ვარაუდით, მოსალოდნელია
60%-მდე ზრდა.
მისი თქმით, ახალი შტამის პირობებში
ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალებაა.
"ახლა ლაბორატორიულად დადასტურებული
გვაქვს ათასი შემთხვევა, 16% რეინფიცირება. აცრილებში მიდის ბევრად
იოლად. "ბუსტერი" ნამდვილად მუშაობს, ამიტომ ბუსტერიზაცია ერთ-ერთი
მთავარი დამცველი საშუალებაა. შედარებით უფრო მეტად ინფიცირდება
ახალგაზრდა თაობა", - განაცხადა ამირან
გამყრელიძემ.
საქართველოში ომიკრონის პირველი
შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და
გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის
სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და
მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.
ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები
დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღბის ტარება და სხვა
პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.
მასალის გამოყენების პირობები