2021 წელს საქართევლოს 1 881 271 საერთაშორისო
მოგზაური ეწვია.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე შეფასებით, 2021 წელს
საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით
გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების
კუთხით.
2021 წელს საერთაშორისო
მოგზაურებიდან საქართველომ 1 244 941 717 მილიარდი აშშ დოლარის
შემოსავალი მიიღო.
შემოსავლები 2020 წელთან შედარებით
130 %-ით გაიზარდა, 2019 წლის მონაცემის თანახმად კი 38%-ით
აღდგა.
2021 წლის 12 თვეში,
საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019
წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია.
2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.
2021 წელს საერთაშორისო მოგზაურების
ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ,
ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების
საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ი
შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები