ღამის კლუბები ორი კვირით ისევ დახურეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მთავრობის ადმინიტრაციაში გამართულ
შეხვედრაზე მიიღეს.
კლუბების დახურვის მიზეზად
კორონავირუსის პრევენცია სახელდება.
ღამის კლუბებს მთავრობამ 31
დეკემბერს, 2, 7 და 8 იანვარს მისცა მუშაობის
უფლება.
19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ
განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება, კორონავირუსის
პირობებში, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ
იქნება მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები