10 თებერვლიდან მაგთიკომი ბალის ყველა ანგარიშს აუქმებს.
კომპანიამ აბონენტებს შეტყობინებები უკვე გაუგზავნა.
უქმდება ბალის ყველა ანგარიში (01, 02, 04, 06, 07, 09, 99) და
იმოქმედებს ერთი, გაერთიანებული ანგარიში ასევე უქმდება ტარიფი
უიაფესი, ბალის მომხმარებლები ისარგებლებენ მათ მიერ არჩეული სატარიფო
გეგმით ან სტანდარტული ტარიფით მომხმარებლების ანგარიშებზე არსებული
ერთეულები (მათ შორის, კლუბის ერთეულებიც) შენარჩუნდება 10.02.22-დან
30 დღის განმავლობაში.
მაგთიკომის ცნობით, ცვლილება შედის ბალი ზეროს პირობებშიც ახალი
სახელი - ტარიფი ბალი.
განახლებული ტარიფები:
5 თეთრი/წუთი - მაგთიკომის მობილურ ქსელზე;
12 თეთრი/წუთი - სილქნეტი/ჯეოსელის, ბილაინისა და საქართველოს
ფიქსირებულ ქსელებზე (გარდა ნომრებისა, რომლებიც იწყება კოდით:
+99544);
ზარის წამოწყება - 12 თეთრი;
საქართველოს სხვა მობილური ქსელები - 24 თეთრი;
მობილური ინტერნეტი 1 მბ - 1 თეთრი;
SMS/MMS - 1 თეთრი.
ტარიფით 30-დღიანი სარგებლობა - 1 ლარი
მასალის გამოყენების პირობები