ახალი ამბები
იან კელი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით
FaceBook
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით - საქართველო უკრაინას მხარს უფრო აქტიურად უნდა უჭერდეს,
- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, საქართველოს უკრაინისთვის ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდენენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის“,- განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის.

„საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70%-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე. მაგრამ ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს", - განაცხადა იან კელიმ.

გარდა ამისა, როგორც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კელიმ ამერიკა-რუსეთის დიალოგთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ „თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ“.

„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი გზავნილების ხაზგასმაა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შენ გესაუბრებით უსაფრთხოების საკითხებზე, ესაა საუბარი უსაფრთხოების უფრო ფართო თემებზე ორ ბირთვულ ძალას შორის. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საუბარს კრემლისგან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში განიხილავს. ისინი ამას ახასიათებენ რუსეთთან რეგულარული სტრატეგიული დიალოგის კონტექსტში. ასე რომ გზავნილები, რომელიც ამ შეხვედრებს მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ. ნატო არ მიიწევს აღმოსავლეთით. პირიქით, ამ ქვეყნებს, რომლებიც აღმოსავლეთში არიან, სურთ დასავლეთისკენ მოძრაობა და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც გამუდმებით უნდა გავუსვათ ხაზი არა მხოლოდ ვაშინგტონმა, არამედ ნატოს ყველა წევრმა და წევრობის მსურველმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ“, - განაცხადა იან კელიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.