2021 წელს საქართველოში დემოკრატიის
მაჩვენებელი 100 ქულიდან 36.31-ით ფასდება - ეს მონაცემები
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House -ის ყოველწლიურ
ანგარიშშია მითითებული.
ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის
ქულა 7-დან 3.18 ქულას შეადგენს, რითაც გარდამავალი ან ჰიბრიდული
რეჟიმის კატეგორიაში ხვდება. წინა წლის მონაცემებით, დემოკრატიის
მაჩვენებელი 100-დან 38 ქულას შეადგენდა, ხოლო დემოკრატიის ქულა 7-დან
3.25 იყო.
ანგარიშში, ასევე საუბარია
თავისუფლების ინდექსზე. 2021 წელს საქართველოში თავისუფლების
მაჩვენებელი 100-დან 60 ქულით ფასდება. მათ შორის, პოლიტიკური
უფლებები 23 ქულით შეფასდა 40-დან, სამოქალაქო თავისუფლებები კი 37
ქულით 60-დან. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი
ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება.
ინტერნეტის თავისუფლების
კუთხით, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის
მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა
კატეგორიაში ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, ინტერნეტის თავისუფლების
დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომაზე,
კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების
დარღვევები.
100-დან 60 - ასეთია საქართველოს
სარეიტინგო ქულა ორგანიზაცია Freedom House
ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო
თავისუფლების შესახებ არის მომზადებული.
მასალის გამოყენების პირობები