მოლებში, ბაზრობებსა და ბაზრებში თანამშრომელთა
სავალდებულო ტესტირებას, ჯერჯერობით, ისევ სახელმწიფო
დააფინანსებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება
საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ბიზნეს ობიექტებში დასაქმებულთა
ტესტირების დაფინანსება 2022 წლის იანვრიდან უნდა შეწყვეტილიყო,
თუმცა, ცვლილება პირველ თებერვლამდე გადავადდა.
ჯანდაცვის სამინისტროს თქმით,
ტესტირების დაფინანსება 1-ელ თებერვლამდე ძალაშია, თუმცა, უწყება ვერ
აკონკრეტებს პირველი თებერვლის შემდეგ კვლავ გადავადდება თუ არა
ცვლილება.
ტესტირება შემდეგ ბიზნეს ობიექტებზე
უნდა განხორციელდეს: სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები), ბაზრები და
ბაზრობები (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები
(გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის,
ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და
ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და
აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის,
ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის,
ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების
საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის
ობიექტებისა).
მასალის გამოყენების პირობები