ძლიერი თოვის გამო,
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე დაწესებული შეზღუდვები
მოიხსნა.
ნაქერალას უღელტეხილზე გზა გაწმენდილია და მასზე მოძრაობა
თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას
უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", -
ნათქვამია ინფორმაციაში.
ინტენსიური თოვის გამო,
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე (ნაქერალას უღელტეხილი) მოძრაობა
შეზღუდული იყო.
მასალის გამოყენების პირობები