იანვარში მესხიშვილის თეატრში 6
სპექტაკლს წარმოადგენენ.
ჩვენებები 12 იანვრიდან
დაიწყება.
წლის პირველი სპექტაკლი მიუზიკლი „ბრემენელი მუსიკოსები“
იქნება.
ასევე წარმოდგენილი იქნება
სპექტაკლები: „ჯადოსნური წრე“, „სიმართლე“, „ჭკუისა მჭირს“,
„კუ+კოკინა“ და „მაკბეტი“.
თეატრში ძალაში რჩება ე.წ "მწვანე პასპორტის"
კონცეფცია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები
მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას თეატრებში.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული
აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან
24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, გადატანილი აქვს
კორონავირუსი.
"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ
მოქალაქეებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები