საქართველოს საპატრიარქოს
განცხადებით, პანდემიის გამო, წელს "ალილოს" დღესასწაულზე ტრადიციული
სახალხო მსვლელობა არ ჩატარდება.
სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით
დალოცავს და ასე მიულოცავს შობას.
"ეს დღესასწაული წელსაც ჩატარდება,
თუმცა ხალხის მსვლელობის გარეშე და პანდემიის გამო დაწესებული
რეგულაციების სრული დაცვით. კერძოდ, სამღვდელოება მოსახლეობას
დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით
მიულოცავს შობას. ასევე, ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები,
ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში,
მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
დარიგდება. ახალ 2022 წელს, შობის დღესასწაულზე საჩუქრები და სიხარული
პირველ რიგში მივუტანოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად
სჭირდება თანადგომა", - ნათქვამია საპატრიარქოს
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები