გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4
იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, მთაში მოსალოდნელია
ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა,
საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში კი
ზვავსაშიშროება.
„საავტომობილო გზების ცალკეულ
მონაკვეთებზე შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, –
აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები