31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით,
საქართველოში 27 ადამიანი დაშავდა პიროტექნიკის გამოყენების
შედეგად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში 8
ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონებში
პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან კლინიკაში
13 ადამიანი გადაიყვანეს.
გარდა ამისა, ახალ წელს კვებითი
ინტოქსიკაციის 41, ხოლო ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები