ტაქსებსა და არასრულწლოვნების გადაყვანის დროს თამბაქოს მოხმარება
აიკრძალა.
თამბაქოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მე-3
მოსმენით დაამტკიცა - მომხრე 80 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი -
1.
პროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" წევრები - დიმიტრი ხუნდაძე
და ლადო კახაძე იყვნენ.
თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც
გავრცელდება, როგორიცაა კატერი.
კანონპროექტით, დარღვევის შემთხვევაში ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა
200 ლარი იქნება. ხოლო თუ მძღოლი, რომელსაც არასრულწლოვანი გადაჰყავს,
თამბაქოს მოწევს, ის 50 ლარით დაჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები