ახალი ამბები
გოგი წულაია დღეს მისი დაკავების მოლოდინშია
FaceBook
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია, დღეს, სასამართლო პროცესზე მის დაკავებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, მის მიმართ ცოტა ხნის წინ შემაკავებელი ორდერი გაიცა, რასაც წინ უძღოდა ბრალდება იმის შესახებ, რომ მან თითქოს ასმათ დვალიშვილს ფეისბუქზე დამეგობრების თხოვნა გაუგზავნა. მოსალოდნელი დაკავების შესახებ გოგი წულაიამ პრესკლუბ "მედიარუმში" გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ახალი საქმე წამოიწყეს. თურმე ასმათ დვალიშვილს ფეისბუქზე მეგობრობას ვთხოვდი. ამის გამო, შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, თითქოს მოძალადე ვარ. უთქვამს მეგობრობის თხოვნის გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღეო. ჩემმა შვილებმა და ოჯახმა არ მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, თუ ისინი არ არიან ადამიანები?! ეს არის ხელისუფლების მორიგი დევნა. ველოდები, რომ ახალ წლამდე დამაკავებენ, ძალიან ეჩქარებათ თურმე ჩემი ციხეში ყოფნა. მივმართავ სახალხო დამცველს დაიცვას ჩემი უფლებები, ასევე, მივმართავ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს , დამიდგნენ გვერდში. მე ამ საქმეში სრულიად უდანაშაულო ვარ, შესაბამისად, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან",
- განაცხადა გოგი წულაიამ.

ახალ საქმეზე გოგი წულაიას სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.

გოგი წულაია მიმდინარე წლის 17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ იგი 6000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 


ამავე თემაზე:

გოგი წულაია თავისუფალია

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გოგი წულაია
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.