წყალტუბო ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი
გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით,დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამ დროისთვის სტაბილურია.
შემთხვევა, დღეს 29 დეკემბერს გამთენიისას მოხდა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეექვსე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები