ახალი ამბები
ვინ არ შეიძლება იყოს პრესის წარმომადგენელი - საარჩევნო კოდექსს სპეციალური მუხლი ემატება
FaceBook
საარჩევნო კანონმდებლობში კონკრეტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი.
ამასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც შესაბამისს ჩამონათვალს ადგენს.

პროექტის მიხედვით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს: “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; საკრებულოს წევრი; მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე; მოსამართლე;

შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; პროკურატურის თანამდებობის პირი; საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი; საარჩევნო კომისიის წევრი; დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი; ასევე, სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.

"საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.