ახალი ამბები
კოვიდ-19-ის პირველი სამკურნალო აბი დამტკიცდა
FaceBook
ამერიკელმა მარეგულირებელმა მწვანე შუქი აუნთო "ფაიზერის" ანტივირუსულ პრეპარატს, სახელად "პაქსლოვიდი".
ეს პირველი აბია, რომელიც შეერთებულ შტატებში სურსათის და მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა.

"პაქსლოვიდის" მიღება შინ, სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე, ორალური გზით შეიძლება. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, "ფაიზერის" ანტივირუსული აბები მაღალი რისკის პაციენტებში, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის პრევენციის საქმეში, თითქმის 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.

ბოლო ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას ვირუსის ძლიერ სახეცვლილი ვარიანტის, სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ომიკრონის წინააღმდეგ. "ფაიზერის" განცხადებით, მათი აბები მედიკამენტთა იმ კლასს მიეკუთვნება, რომლებიც უკვე გამოიყენება შიდსის, ცე-ჰეპატიტის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.

ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ნოემბერში, კოვიდ-19-ის სამკურნალო პირველი ანტივირუსული აბი დაამტკიცა. ეს იყო კომპანია "მერკის" პრეპარატი "მოლნუპირავირი". მას უნიშნავენ მცირე და საშუალო სიმწვავის სიმპტომების მქონე პაციენტებს და მათ, ვისაც მწვავე დაავადების განვითარების სულ ცოტა, ერთი რისკფაქტორი მაინც აქვს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს წინასწარ აქვს კონტრაქტი დადებული, როგორც "ფაიზერთან", ისე "მერკთან". "ფაიზერმა" ვაშინგტონს 10 მილიონი სამკურნალო კურსისთვის საჭირო რაოდენობის აბები უნდა მიყიდოს, "მერკმა" კი - 5 მილიონის.


წყარო: ამერიკის ხმა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.