24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში
საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
,,63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები,
გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე
განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და
ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა
ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება,
როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების
კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით'',-
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქუთაისში 31 დეკემბერს გალა-კონცერტი ჩატარდება და მასში მონაწილეობას
ქუთაისელი შემსრულებლები მიიღებენ. ესენია: ჩვენი კვარტეტი, დუეტი
ლეონი, ოჩოს ქოხი, ფრანი. ასევე, მომღერლები მიმი ჯავახიშვილი,
ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა ჯგერნაია, ქეთი თურქაძე. 31
დეკემბრის საღამოს დიჯეებიც შეუერთდებიან DJ KURA, DJ ZAPA და DJ
SOMALI.
მერია საახალწლო გალა-კონცერტში, რომელიც კოვიდრეგულაციის დაცვით უნდა
ჩატარდეს 30 000 ლარს დახარჯავს. ამ ღონისძიებების გარდა,
კიდევ ათი საახალწლო აქტივობაა დაგეგმილი.
ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358
110 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები