ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში, მაგისტრალის მშენებლობაზე დროებითი
სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს დაშავებულების
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. სამი
დაშავებული ადამიანი ექიმებმა უკვე გაწერეს, დანარჩენები კი ქუთაისის,
ზესტაფონის და თერჯოლის საავადმყოფოებში მკურნალობენ.
22 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში,
სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის არმატურის საამქრო
ჩამოინგრა.ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო
დაშავდა შვიდი საქართველოს და სამი ჩინეთის მოქალაქე.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მიზეზი რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის
მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვერტყვიჭალაში მომხდართან დაკავშირებით
გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ათი დაშავებული, ერთი გარდაცვლილი - ვერტყვიჭალაში სამაშველო
სამუშაოები დასრულებულია
ხარაგაულში
სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი
გარდაიცვალა
შსს-მ ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება
დაიწყო
ხარაგაულში არმატურის საამქრო ჩამოიშალა - არის
მსხვერპლი
მასალის გამოყენების პირობები