7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის სასამართლო პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.
დაესწრება თუ არა სხდომა თავად მიხეილ სააკაშვილი, ეს ამ ეტაპზე
უცნობია.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს,
მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და
ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში
ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც
ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს
კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი
სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს
დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები