ხარაგაულში, რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი
გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.
ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სამი დაშავებული
საქართველოს მოქალაქეა, სამი კი ჩინეთის.
"გარდაცვლილია ადგილობრივი, ყველა გამოყვანილია შენობიდან,
დაშავებულები გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დრომდე
გრძელდება სამაშველო ღონისძიება'',- ამბობს
"ქუთაისიპტთან" სატელეფონო საუბარში კობა ლურსმანაშვილი.
მერის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა
მიზეზი რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის.
22 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში,
სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის არმატურის საამქრო
ჩამოინგრა.
მასალის გამოყენების პირობები