1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდება.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
"საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს
10 იანვრამდე პერიოდი 1-ლი იანვრიდან დაწყებული. ეს ეხება საჯარო
დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორმა შეუძლია თავისით მიიღოს
გადაწყვეტილება და იგივენაირად, უქმე დღეებად გამოაცხადოს 1-დან 10
იანვრამდე პერიოდი", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, ხოლო კერძო სექტორს
შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
მასალის გამოყენების პირობები