საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების
გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურებაზე ტენდერი
გამოაცხადა.
600 000 ლარის ღირებულების სახლემწიფო შესყიდვაზე
(CNT210000032) წინადადების მიღება მომდევნო წლის 26 იანავრს იწყება
და ხუთ დღეში დასრულება.
ამ მომსახურებით, სამინისტრო წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის
განაშენიანების გეგმის შემუშავების მომსახურებას ყიდულობს, რომელიც
წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის
შესაბამისი უნდა იყოს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს
ხედვა:
შესამუშავებელი დოკუმენტაციისა და სამუშაოთა საერთო მასშტაბი;
რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები;
დაგეგმილ სამუშაოთა საერთო ჩამონათვალი, საჭიროება და
ეტაპობრიობა;
საკვლევ-საძიებო, საპროექტო და ტექნიკურ სამუშაოთა შესრულების
დეტალური მეთოდიკა და მონაცემთა დამუშავების სიზუსტე;
ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის
შემუშავების კონტექსტში, ზოგადად ქალაქისა და სპა კურორტის
განვითარების მიზანი, ამოცანები, სტრატეგია.
ასევე, დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას
უნდა ჰქონდეს ანალოგიური პროექტის განხორციელების
გამოცდილება.
მთავრობამ წყალტყბოს განვითარების გეგმა ჯერ
კიდევ 2019 წელს წელს დაანონსა, მაშინ როცა
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის სანატორიუმებს შეიძენდა. თუმცა,
დაპირებიდან ორი წლის შემდეგ არც აღორძინებული
წყალტუბოა და არც ქალაქის განვითარების ზუსტი
გეგმა.
მასალის გამოყენების პირობები