დღეს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სესია გაიმართება, რომელზეც
აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე
მოსმენით განიხილავენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში
სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას, ასევე, აზარტულ და
მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე
გაზრდას. საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის
თამაშის აკრძალვას.
29 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებში
მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ.
კაზინოებში ვერ ითამაშებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც
დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან და საჯარო მოხელეები. პრემიერის
თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი
საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის
გად
ასახადების
დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დააანონსა სათამაშო ბიზნესის ყველანაირი
რეკლამის აკრძალვა. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ
ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. პრემიერის განმარტებით, სათამაშო
ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის
ხელშეკრულების გაფორმება.
ამავე თემაზე:
პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს მხარი
დაუჭირა
საქართველოში, შესაძლოა, ონლაინ კაზინოები აიკრძალოს
მასალის გამოყენების პირობები