დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან კი,
ძლიერი ნალექი უმეტესად თოვლის სახით.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 22-23 დეკემბერს იქროლებს ძლიერი ქარი, მთიან და
მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია
მოსალოდნელი. ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა დაფიქსირდება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის
გადაადგილება.
მასალის გამოყენების პირობები