ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.
28-29 დკემებერს თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლ „ჯადოსნური
წრეს“ წარმოადგენენ.
„ჯადოსნური წრე“ ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკების მიხედვითაა დადგმული
(რეჟისორი გიორგი კაშია).
მესხიშვილის თეატრი პრემიერის გარდა სხვა სიახლესაც სთავაზობს
მაყურებელს.
თეატრის გადაწყვეტილებით, ყველა სტუდენტს 50%-იანი
ფასდაკლება ექნება ბილეთებზე.
სტუდენტებმა სალაროსთან სტუდენტური ბილეთის ქსეროასლი უნდა
წარმოადგინონ.
ფასდაკლება ყველა სტუდენტსა და ყველა სპექტაკლს ეხება, გარდა
პრემიერებისა.
მასალის გამოყენების პირობები