ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 195
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 319
პაციენტი, გარდაიცვალა 47 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 909 160 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 858 949, გარდაიცვალა 13 071
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 380,
ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 116, გურია - 76, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 160, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი -
26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები